რა შედეგით დასრულდა ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა?
რუსი ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლება, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია - ამ საკითხებზე იმსჯელეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 120-ე შეხვედრაზე.
სუს-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი, ასევე, მკაცრად დაგმეს შეხვედრებს შორის პერიოდში იდენტიფიცირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის წინაშე არსებული ჰუმანიტარული პრობლემები და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობები.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2024 წლის 12 სექტემბერს ჩაინიშნა," - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
"ოცნების" ყოფილი ლიდერი ხსნის, რატომ არის "არასწორი გადაწყვეტილება" საერთაშორისო აზარტული ტურნირებისთვის შეღავათების დაწესება
"ეკონომიკური შემოსავლებისა და ტურიზმის სტიმულირება არ უნდა ხდებოდეს საზოგადოების ჯანმრთელობის, ზნეობრივი ღირებულებებისა და მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე"