"აირჩიე ევროპა" - კიდევ ერთი ერთობა "ოცნების" წინააღმდეგ
არდადეგების ნაცვლად რეგიონებში შეხვედრებზე, დასვენების ნაცვლად ხალხის სამსახურში - "ქართული ოცნების" გათვლა, რომ არჩევნების წინ საპოროტესტო მუხტი მიიძინებდა, ჩავარდა. ქუჩაში აქციები არ არის, თუმცა საპროტესტო გამოძახილის გაღვივება მხოლოდ რუსთაველზე დგომით არ არის შესაძლებელი. "დაარწმუნე" - ეს არის მთავარი ხაზი, რაზეც ახალგაზრდები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ერთიანდებიან.
ახლა მათი მიზანია პროპაგანდის ტყვეობაში მოქცეულ ხალხთან, ვისაც გამოგონილი ამბებით ხელისუფლება ტვინებს ურეცხავს, ნამდვილი ამბები გააგონონ.
დღეს გაფორმდა მანიფესტი, რომელზეც ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, რომ ხმას არ მისცემენ პარტიას, რომელიც სიტყვებით ევროპულ გზაზე დგას საქმით კი ქვეყნას რუსეთსკენ მიაქანებს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.