სუსი ამტკიცებს, რომ ივანიშვილის ლიკვიდაცია იგეგმებოდა - მივა თუ არა ოლიგარქი გამოკითხვაზე?
მივა თუ არა ბიძინა ივანიშვილი სუსში გამოკითხვაზე? ლილუაშვილის უწყება "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის და სხვა ლიდერების შესაძლო მკვლელობის საქმეს იძიებს. ვერსია ასეთია: ოლიგარქს ჩასაფრებას უწყობდნენ და მის აფეთქებას გეგმავდნენ. მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე ომის ვეტერანებს იბარებენ, რომლებიც მოსმენილით გაოგნებას ვერ მალავენ.
სუსმა ძველი საცავებიდან ამოღებული ახალი საქმით "ოცნებას" წინასაარჩევნოდ ახალი სუნთქვა გაუხსნა. ისევ გაახსენდათ კობახიძის შეთქმულების თეორია მისი შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ. დაიწყეს მსჯელობა, რომ შესაძლოა, ნებისმიერი მათგანი ყოფილიყო ტერორისტული აქტის სავარაუდო მსხვერპლი. ლილუაშვილის უწყება კი ამ დრომდე დუმილის რეჟიმშია.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.