სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ წარმოადგენს "ოცნების" ბრმა იარაღს - ქაცარავა

23.07.24 19:26
სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ წარმოადგენს "ოცნების" ბრმა იარაღს - ქაცარავა

"ვფიქრობ, რომ ეს უფრო სიმბოლური აქტი იყო და ამით გვეუბნებიან, რომ თქვენ თავდაცვის უფლებაც არ გაქვთ და გაგასამართლებთ ყოველთვის, როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ და დაგიწესებთ იმ სანქციებს, რაც მიზანშეწონილი იქნება," - ასე ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქავარავა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

საქმე ეხება სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას, როცა სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემი დავით ქაცარავა სასამართლომ დააჯარიმა და იარაღის ტარების უფლება 2 წლით შეუზღუდა.

ეს გადაწყვეტილება იყო მოსალოდნელი. როდესაც იმ ცემის და წამების შემდეგ, რაღაც ე.წ. სამართალდამცავებმა განახორციელეს ჩემ მიმართ, ამის შემდეგ აღიძრა საქმე, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებდა, მანვე მცნო დაზარალებულად. ამის შემდეგ მოხდა შემდეგი ფაქტი, რომ შსს-მ შეადგინა ჩემი დაკავების ოქმი 2 ივლისს, თითქმის ორი თვე იყო გასული ჩემი ცემის შემდეგ და 2 ივლისს რომ შეადგინეს ოქმი, 5 ივლისს დაიწყო სასამართლო ორი მუხლით.
მეორე საქმემ როდესაც გადაწყვიტეს, რომ კონტრიერიშზე გადმოსულიყვნენ, ამ საქმემ ძალიან სწრაფად ჩაიარა. 
წვრილმანი ხულიგნობა არ დაფიქსირდა, მაგრამ დაფიქსირდა შეურაცხყოფა და დაუმორჩილებლობა. ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც წარმოდგენილი იყო ჩვენი მხრიდან, მიმართვა პოლიციელების და ძალოვნების მიმართ, რომლის შემდეგად მოხდა ჩემი გატაცება და შემდგომში ბრუტალური დასჯა, ეს საქმე წარმოიდგინეთ, რომ შეფუთეს, როგორც შეურაცხყოფა. 
ის მიმართვა, რომ „40 კმ-ში როდესაც დგანან რუსული ჯარი, ოკუპანტები, დღეს პოლიცია ემსახურება რუსულ კანონს და წარმოადგენს ამ კანონის“ - არც დამამთავრებინეს, მოხდა ამ სიტყვაზე ჩემი დაჭერა. ეს მიმართვა ჩაითვალა შეურაცხყოფად და დამაჯარიმეს 2 ათასი ლარით და დაემატა ამას იარაღის ტარების უფლების შეზღუდვა 2 წლით. ეს მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო სიმბოლური აქტი იყო და ამით გვეუბნებიან, რომ თქვენ თავდაცვის უფლებაც არ გაქვთ და გაგასამართლებთ ყოველთვის, როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ და დაგიწესებთ იმ სანქციებს, რაც მიზანშეწონილი იქნება.
ამით სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ წარმოადგენს ქართული ოცნების ბრმა იარაღს ამ ბრძოლაში და იქნება გამოყენებული თავისუფალი მოქალაქეების დასასჯელად,“ - ამბობს დავით ქაცარავა.

 

მსგავსი სიახლეები