„მეგობარი აქტი“ სისრულეში რომ მოვიდეს, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ 26 ოქტომბერს - ვაშაძე
"მეგობარ აქტს აქვს ორი მხარე - თუ ხალხი აღასრულებს დემოკრატიულ ნებას და ცვლის ხელისუფლებას მივდივართ წინ, მაშინ სიკეთეები უვიზო მიმოსვლიდან დაწყებული, ამერიკული ინვესტიციებით გაგრძელებული იქნება, თუ ოლიგარქიულ-ავტორიტარული რეჟიმი მყარდება საქართველოში, მაშინ სტრატეგიული ურთიერტობები კიდევ უფრო ჩიხში შედის," - ამის შესახებ "ერთიანობის" ლიდერი გიორგი ვაშაძე საუბრობს.
ვაშაძის თქმით, "მეგობარი აქტი" საქართველოს მოსახლეობის მხარდამჭერია.
ეს „მეგობარი აქტი“ სისრულეში რომ მოვიდეს, მათ შორის იმ სიკეთეებით, რაც არის, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ 26 ოქტომბერს. ფაქტობრივად, ეს მეგობარი აქტი ქართველ ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდებს, რომ ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებები აღვასრულოთ, რომ საქართველო იყოს ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.
მეგობარი აქტის მთავარი სამიზნე არ გეგონოთ, რომ არის ქართული ოცნება არც პოლიტიკური ელიტა საქართველოში, მთავარი სამიზნე არის საქართველოს მოქალაქეები, რიტაც ამერიკელი პარტნიორები ეუბნებიან ჩვენს მოქალაქეებს, რომ მე ვარ შენს გვერდით, ვიქნები შენი მხარდამჭერი იმისთვის, რომ გააძლიეროთ დემოკრატია,“ - ამბობს ვაშაძე.