როცა სასამართლო კონსტიტუციას, პრეზიდენტისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას ასე ეპყრობა, შენი ადგილი ევროკავშირში არ არის - ვაშაძე

23.07.24 21:28
როცა სასამართლო კონსტიტუციას, პრეზიდენტისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას ასე ეპყრობა, შენი ადგილი ევროკავშირში არ არის - ვაშაძე

"როცა სასამართლო კონსტიტუციას, პრეზიდენტისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას ასე ეპყრობა, შენი ადგილი ევროკავშირში არ არის", - ამის შესახებ "ერთიანობის" ლიდერი გიორგი ვაშაძე საუბრობს.

"რეაქციაში" ვაშაძე ეხმაურება საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც პრეზიდენტის განკარგულების აღსრულება შეაჩერა.

ქართული ოცნება ამბობს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და კიდევ უარეს გავაკეთებ, რომ არც აღარასდროს აღდგეს.
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის კონსტიტუციის უგულებელყოფა და გადახევა, მთლიანად ევროკავშირს უგზავნის გზავნილს, რომ არ აღადგინოთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ეს არის კონკრეტული ამოცანა, რაც ოცნებას აქვს.
როცა სასამართლო კონსტიტუციას, პრეზიდენტისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას ასე ეპყრობა, შენი ადგილი ევროკავშირში არ არის,“ - ამბობს ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები