შედგა თუ არა პოლიტიკური ერთობა "ლელოსა" და ელისაშვილის პარტიას შორის? - რას ყვება უსუფაშვილი
"როგორც ჩანს, პრაქტიკულად, გავლილია ყველა საკითხი, რაც ასეთ დროს გასავლელია, სხვა შემთხვევაში, ცხადია, ამ ტიპის ფოტო არ იქნებოდა საჯარო სივრცეში" - ამ განცხადებას "ლელოს" დეპუტატი დავით უსუფაშვილი აკეთებს.
უსუფაშვილი "რეაქციაში" ეხმაურება მამუკა ხაზარაძის Facebook გვერდზე ალეკო ელისაშვილთან ერთად გამოქვეყნებულ ფოტოს.
როგორც უსუფაშვილი ამბობს, პოლიტიკური ცენტრის გამსხვილება გრძელდება.
როგორც ჩანს, პრაქტიკულად, გავლილია ყველა საკითხი, რაც ასეთ დროს გასავლელია, სხვა შემთხვევაში, ცხადია, ამ ტიპის ფოტო არ იქნებოდა საჯარო სივრცეში, თუმცა მაინც პოლიტიკა პოლიტიკაა და მე იმედიანად ვარ განწყობილი, რომ არა მხოლოდ დღევანდელი სიახლე იქნება რეალობა, არამედ რაც უფრო დრო გავა, ჩვენ ვნახავთ, უფრო გაძლიერებულ და გამსხვილებულ ლელოს და მის პარტნიორებს, ასევე ყველა პროევროპულ პლატფორმაზე იქნება იმედისმომცემი სიახლეები, რაც გადამწყვეტი იქნება მოახლოებული არჩევნებისთვის.
ალეკო ელისაშვილთან და მის გუნდთან უახლოეს ხანებში საბოლოოდ გაირკვევა ყველაფერი, მათ შორის, შესაძლოა, საკმაოდ საინტერესოდ გაირკვეს ეს როლები,“ - ამბობს უსუფაშვილი.