ჩამოთვალეს ის ინსტიტუციები, სადაც ამოქმედდა ეს სანქციები- პეტრიაშვილი სენატში განხილვაზე

23.07.24 22:28
ჩამოთვალეს ის ინსტიტუციები, სადაც ამოქმედდა ეს სანქციები- პეტრიაშვილი სენატში განხილვაზე

„ასეთი ტერმინი იხმარა რესპუბლიკელმა სენატორმა, რომ 29 აპრილს გამოსვლა ბიძინა ივანიშვილის იყო ბოდვაში მყოფი დიქტატორის გამოსვლა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ - ამ განცხადებას ალექსი პეტრიაშვილი აკეთებს და სენატში მიმდინარე განხილვას ეხმაურება.

ალექსი პეტრიაშვილის თქმით, პარტნიორები ღიად ამბობენ, რომ ივანიშვილის გამოსვლამ 29 აპრილს, როდესაც მან პარლამენტთან შეკრებილებს მიმართა, ეს იყო პარტნიორებისთვის წითელი ხაზის გადაკვეთა. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე კონკრეტული უწყებები დაასახელეს, სადაც სანქცირებული პირები მუშაობენ - მთავრობა, პარლამენტი და ძალოვანი უწყევბები.

ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან, რომ 29 აპრილს ივანიშვილის გამოსვლა იყო წითელი ხაზი, რომელიც გადაკვეთა და რომელმაც განსაზღვრა ეს დამოკიდებულება, რომელსაც ახლა ვხედავთ.

ყველა განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა იქნება უწყვეტი. კიდევ ერთი ნაბიჯით წავიდნენ წინ აშშ-ის კანონმდებლები და სახელმწიფო დეპარტამენტი, რომ პარლამენტარები, მთავრობის წევრები და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები - იყო სულ გაბლარვის და გაუბრალოების მცდელობა "ოცნების" წარმომადგენლების და ახლა კონკრეტულად, უწყებებს, ინსტიტუციებს შეეხნენ და ჩამოთვალეს ეს ინსტიტუციები, სადაც ამოქმედდა ეს სანქციები," - ამბობს პეტრიაშვილი.

მსგავსი სიახლეები