მადლიერი ვარ, “MEGOBARI აქტი” წარმომედგინა, რათა პრორუსული “ოცნება" ანგარიშვალდებული ყოფილიყო ქართველი ხალხის ნებაზე თავდასხმისთვის - უილსონი
მადლიერი ვარ, “MEGOBARI აქტი” წარმომედგინა, რათა პრორუსული “ოცნება" ანგარიშვალდებული ყოფილიყო ქართველი ხალხის ნებაზე თავდასხმისთვის - ამის შესახებ კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
უილსონმა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთის აგრესიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პუტინი ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ემუქრება, რათა თავიდან აღადგინოს "საბჭოთა წარუმატებებლი იმპერია"
ნათელი გახდა, რომ პუტინი ცდილობს წარუმატებელი საბჭოთა კავშირის იმპერიის აღდგენას, რათა სარგებელი მოუტანოს ოლიგარქებს.
ახლა ის ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ემუქრება, რათა წვლილი შეიტანონ წარუმატებელი იმპერიის აღდგენაში. თავისუფლებისა და დემოკრატიის თავიანთ ძიებაში საქართველოსა და მოლდოვას მამაცმა და გაბედულმა ხალხმა მსოფლიო შთააგონეს. სწორედ ამიტომ მადლიერი ვიყავი, რომ ორპარტიული MEGOBARI აქტი წარმომედგინა, რათა პრორუსული “ქართული ოცნების” პარტია ანგარიშვალდებული ყოფილიყო ქართველი ხალხის ნებაზე თავდასხმისთვის, ასევე შემოთავაზებულიყო გზა საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის აღდგენისთვის”- განაცხადა უილსონმა.