ფოკუსირება საარჩევნო პროცესზე უნდა მოვახდინოთ, რომ საქართველომ სწორი გეზი აიღოს - სოკოლოვსკი

24.07.24 10:51
ფოკუსირება საარჩევნო პროცესზე უნდა მოვახდინოთ, რომ საქართველომ სწორი გეზი აიღოს - სოკოლოვსკი

ყველაზე მეტად ფოკუსირება საარჩევნო პროცესზე უნდა მოვახდინოთ, რომ საქართველომ სწორი გეზი აიღოს - ამის შესახებ USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილემ, ალექსანდრ სოკოლოვსკიმ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე განაცხადა.­

სოკოლოვსკის თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან 2024 წლის არჩევნებს.

ჩვენ ახლა ყველაზე მეტად ფოკუსირება საარჩევნო პროცესზე უნდა მოვახდინოთ, რომ საქართველომ სწორი გეზი აიღოს. რამდენიმე კომპონენტია, რომლის განხორციელებას ვაპირებთ. მათ შორის ეს შეეხება გრძელვადიან და მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიებს საქართველოში. ისინი ამ ზაფხულს ჩავლენ და პროცესს შეისწავლიან
არსებული ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, ჩვენ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას ვაწარმოებთ, და ჩვენ USAID-ში მჭიდროთ ვმუშაობთ სახელმწიფო დეპარტამენტის კოლეგებთან ამ ძალისხმევაში.
აშშ-ის მხრიდან ქართული დემოკრატიისთვის მხარდაჭერის გზაზე საქართველოს შთამბეჭდავი მიღწევები აწყობილი იყო ინდივიდუალური და საზოგადოებრივი თავისუფლებების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიული მმართველობის საერთო ხედვის, საერთო ღირებულებებზე, რაც მოიცავდა ძლიერ, აქტიურ და ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებას მთავრობასთან დიალოგში. საქართველოში ორი ათწლეულის განმავლობაში ჩავდიოდი - ეს არის საქართველო, რომელსაც აქამდე ვიცნობდით. გვსურს დავინახოთ საქართველო, რომელიც ამ ღირებულებების ერთგული იქნება და ამ ხედვას გაიაზრებს", - განაცხადა სოკოლოვსკიმ. 

მსგავსი სიახლეები