კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოში ტერაქტებს უკრაინაში მყოფი ყოფილი მაღალჩინსნები ამზადებდნენ

24.07.24 11:28
კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოში ტერაქტებს უკრაინაში მყოფი ყოფილი მაღალჩინსნები ამზადებდნენ

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე  რეალურია და ამას ცხადყოფს ის ვითარებაც, რაც მსოფლიოში ხდება. ამის შესახებ პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

კობახიძეს მაგალითისთვის ტრამპსა და ფიცოზე თავდასხმები მოჰყავს და ირწმუნება, რომ ამ ორ ინციდენტს საერთო ავტორები ჰყავთ და ეს გლობალური ომის ძალები არიან. 

ეს ინფორმაცია შემაშფოთებელია, მითუმეტეს, იმ ფონზე, რაც ხდება მსოფლიოში. თქვენ ხედავთ, ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა ორი ტერორისტული აქტი. ერთი სლოვაკეთში, მეორე აშშ-ში. ეს არის საერთო ხელწერა, რომელიც ახასიათებს გლობალურ პოლიტიკურ ძალებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს და ის გამოძიება, რომელიც დაწყებულია, მიანიშნებს, რომ საქართველოსთვისაც ეს საფრთხეები არის აქტუალური, - ამბობს კობახიძე.

ამასთან, პრემიერი ისევ მასთან გაჟღერებულ მუქარაზე საუბრობს. კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროკომისარი, რომელმაც მას, პრაქტიკულად, ტერაქტის შესახებ გააფრთხილა, გაკრვეულმა ძალებმა "მესინჯერად" გამოიყენეს. 

თქვენ გახსოვთ ასევე, სატელეფონო საუბარი, რომელიც შედგა ერთ-ერთ ევროკომისართან, მოგვიანებით ევროკომისარმა თავადვე აღიარა, რომ ჰქონდა ერთგვარი გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით, მან რომ გამაფრთხილა ტერაქტთან დაკავშირებით, ამაზე იყო რეალურად, საუბარი. უბრალოდ, მან თქვა, რომ პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც ისროდა ტყვიას. თქვენ იცით, რომ პოლარიზაცია ტყვიებს არ ისვრის, ტყვიებს ისვრიან ქილერები. ეს არ იყო პირადად ევროკომისრის გაფრთხილება. ის გამოიეყენს როგორც ერთგვარი მესინჯერი, - ამბობს კობახიძე.

პრემიერი დღეს ირწწმუნებოდა, რომ სახელმწიფო გადატრიალებას უკრაინაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნები ამზადებდნენ. 

ვიღაცეებს არ მოსწონთ ის პოზიცია, რომელიც უკავია საქართველოს ომთან მიმართებით. გასაკვირი არც ის არის, რომ ამ ყველაფერში იკვეთება ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების როლი, რომლებიც იმყოფებიან დღეს უკრაინაში, - თქვა კობახიძემ. 
 

მსგავსი სიახლეები