როგორ გავხდეთ "ხმის გუშაგები"? - ახალი პლატფორმის პრეზენტაცია ამ წუთებში იწყება

24.07.24 11:44
როგორ გავხდეთ "ხმის გუშაგები"? - ახალი პლატფორმის პრეზენტაცია ამ წუთებში იწყება

მობილიზაცია ხმების დასაცავად გამოცხადებულია. პოლიტიკოსების და პარტიული აქტივის გარდა, ისტორიულ არჩვენებზე ხმებს მსახიობები, რეჟისორები, ხელოვანები და სტუდენტებიც დაიცავენ.

ამ წუთებში თბილისში პლატფორმა" ხმის გუშაგის" პრეზენტაცია იწყება,  სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დარეგისტრირდეს, გაიაროს მომზადება და შემდეგ დამკვირვებელი გახდეს.

დღეს ოფიციალურად უკვე გაეშვება ხმის გუშაგი. ადამიანებს, დაინტერესებულ პირებს სრულწლოვანი ასაკიდან ექნებათ შესაძლებლობა, რომ დარეგისტრირდნენ, მომავალში ჩვენ დავუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს, რომლებსაც შევთავაზებთ კონრეტულ ტრენინგებს, რა თქმა უნდა, უფასო და ეს ადამიანები მოხალისეობრივად ერთი დღისთვის, სამშობლოს სამსახურისთვის დადგებიან საარჩევნო უბნებთან და დაიცავენ ხმებს.
„ხმის გუშაგის“ ფარგკლებში გაერთიანებულები არიან როგორც რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე აქტივისტები, აქტიური მოქალაქეები, ინფლუენსერები. ბუნებრივია, გვაქვს კოორდინაცია პოლიტიკურ პარტიებთან, ვმუშაობთ სხვა დასხვა საკითხებზე, რომელიც არჩევნებს ეხება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის ქსელის შექმნა, რომელსაც „მიხ გუშაგი“ გულისხმობს, მნიშნელოვანია იმისთვის, რომ 2024 წლის არჩევნები დავიცვათ და არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“ ხმის მოპარვის უფლება, - ამბობს პლატოფრმა „ხმის გუშაგის“ წევრი გულად ქანთარია.

 

ოპოზიცია ამბობს, რომ "ოცნებას" არჩევნების გაყალბების პროცესი უკვე დაწყებული აქვს. ამასთან, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველი პარტიის საპირწონედ, ისინი არჩევნებზე ხმების დაცვაზე უკვე მუშაობენ.

 „ოცნებას“ არჩევნების გაყალბების პროცესი უკვე დაწყებული აქვს, მაგრამ ასევე გეტყვით, რომ ჩვენს პარტიას არცევნების დაცვის პროცესი უკვე დაწყებული აქვს. „ოცნებისგან“, იანიშვილისგან ველოდები, რომ გამოყენებული იქნება ყველა ის მახინჯი მეთოდი, რასაც სააკაშვილი იყენებდა 2011-12 წლებში. ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს, თუ როგორ ყალბდება და როგორ ხდება არჩევნების მანიპულირება, - ამბობს პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური. 

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, გადამწყვეტ არჩევნებში მონაწილეობა საზოგადოების უპრეცედენტო რაოდენობამ მიიღოს.

ჩვენ იმ შესაძლებლობების, იმ კანონიერი ინსტრუმენტების ფარგლებში რაც გვაქვს, იქნება ეს ჩვენი დამკვირვებელი, ჩვენი წარმომადგენელი საარჩევნო ადმინისტრაციაში, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხმები იყოს დაცული, მაგრამ მხოლოდ პოლიტიკური პარტიები და კანონით გათვალისწინებული მექანიზმები თუ არ იქნება საზოგადოების უპრეცედენტო აქტიურობა და მობილიზება, მხოლოდ ეს ვერ შეაჩერებს ძალადობას, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

მსგავსი სიახლეები