ჩნდება განცდა, რომ ეს მორიგი რეპრესიებისთვის დაწყებული გამოძიებაა - ბესელია სუსის განცხადებაზე

24.07.24 12:09
ჩნდება განცდა, რომ ეს მორიგი რეპრესიებისთვის დაწყებული გამოძიებაა - ბესელია სუსის განცხადებაზე

ეკა ბესელია ფიქრობს, რომ გამოძიება, რომელიც სუსმა წინასაარჩევნოდ სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაიწყო, შესაძლოა, მიზანად მორიგ რეპრესიებს ისახავდეს. "ოცნებიდან" წასული პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ ლილუაშვილის უწყებას არაერთი გამოძიება დაიწყია, თუმცა ფინალ ეტაპამდე ვერ მისულა. 

რამდენ საქმეზე დაიწყო გამოძიება, რომელიმე გინახავთ ბოლომდე დასრულებული? მე არ მინახავს არცერთი საქმე, რომელიც ბლომდეა მიყვანილი და სადაც გავიგეთ, რა შეთქმულებაზე თუ რა თავდასხმაზე შეიძლებოდა ყოფილიყო საუბარი და გიჩნდება განცდა, რომ ეს მორიგი რეპრესიებისთვის დაწყებული გამოძიებაა? და ეს კიდევ სხვა ადამიანების დასაფრთხობად მიღებული გადაწყვეტილებაა? აბა, სად არის ამდენი დაწყებული გამოძიება, რომელიც ფინალურ ეტაპამდე ვერ მივიდა?, - ამბობს ეკა ბესელია.

სახელიმწიფო გადატრიალების საქმეზე, რომლის ფარგლებშიც სუსში გამოკითხვაზე უკრაინაში მებრძოლ ქართველებს და ომის ვეტერანებს იბარებენ, ლილუაშვილის უწყება მოკლე განმარტებას აკეთებს.

სუსი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილის და "ოცნების" სხვა ლიდერების ლიკვიდაციას უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები აორგანიზებდნენ, რაც საბოლოო ჯამში, მიზნად მოქმედი ელისუფლების დამხობას ისახავდა.

 

მსგავსი სიახლეები