ივანიშვილის მცდელობა, კონსპირაციებით კვებოს საქართველოს მოქალაქეები, წარუმატებელი იქნება - ბოკუჩავა

24.07.24 12:24
ივანიშვილის მცდელობა, კონსპირაციებით კვებოს საქართველოს მოქალაქეები, წარუმატებელი იქნება - ბოკუჩავა

„ივანიშვილი ცდილობს ყალბი შიშით და კონსპირაციებით კვებოს საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეები 26 ოქტომბერს გააკეთებენ ინფორმირებულ არჩევანს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის შესახებ, – ასე ეხმიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ სუს-ის განცხადებას.

აბსურდული ბრალდებები და მუდმივი თავდასხმა უკრაინის, აშშ-ის, ევროკავშირის მაღალჩინოსნების და დასავლეთის წინააღმდეგ არის სწორედ ის, რამაც განაპირობა დასავლეთის პოლიტიკის ცვლილება ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ და სანქციების დაწესება მისი და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. ჩვენ გუშინ კონგრესში მოვისმინეთ, რომ სწორედ მისი ანტიდასავლური, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამო განიხილება მათ შორის ფინანსური სანქციები.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილის მცდელობა, რომ კონსპირაციებით კვებოს საქართველოს მოქალაქეები ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით 26 ოქტომბრის არჩევნებზე იქნება უკიდურესად წარუმატებელი და ქართველი მოქალაქე გააკეთებს ინფორმირებულ არჩევანს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის შესახებ, - განაცხადა ბოკუჩავამ.
 

სახელიმწიფო გადატრიალების საქმეზე, რომლის ფარგლებშიც სუსში გამოკითხვაზე უკრაინაში მებრძოლ ქართველებს და ომის ვეტერანებს იბარებენ, ლილუაშვილის უწყება მოკლე განმარტებას აკეთებს.

სუსი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილის და "ოცნების" სხვა ლიდერების ლიკვიდაციას უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები აორგანიზებდნენ, რაც საბოლოო ჯამში, მიზნად მოქმედი ელისუფლების დამხობას ისახავდა.

 

მსგავსი სიახლეები