კობახიძე ამბობს, რომ ლონდონში ვიზიტისას პოლიტიკურ ლიდერებს გამოელაპარაკა, მათ შორის ე.წ. ბუფეტში
პრემიერის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში - ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ბლენ ჰაიმის სასახლეში 20 პოლიტიკურ ლიდერთან ჰქონდა შეხვედრები, მათ შორის ე.წ. ბუფეტში, რომელიც მისი თქმით, ასეთი შეხვედრისთვის სამიტზე ერთ-ერთი მოსახერხებელი ადგილი იყო.
ფორმატი ალბათ არ იცით როგორია ამ სამიტზე. მე მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ 20-მდე ლიდერს გავსაუბრებოდი საკმაოდ ხანგრძლივად ამ სამიტის ფარგლებში. ამის საშუალებას გაძლევს სამიტი სხვადასხვა ფორმით.
როდესაც საუბარია მათ შორის სანდუს შევხედრებზე, ეს შეხვედრებიც გაიმართა ე.წ. ბუფეტში, სადაც სხდებოდნენ პოლიტიკოსები. მე შეხვედრები ბუფეტშიც მქონდა, გარეთაც მქონდა, შიგნითაც მქონდა, ყველგან მქონდა შეხვედრა 20-მდე პოლიტიკურ ლიდერთან. აქედან გამომდინარე, ამ სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს.
"პირველების" კითხვაზე, რატომ არ გამოაქვეყნა მთავრობის მეთაურმა ამ შეხვედრის ამსახველი ფოტოები? - კობახიძე ირწმუნება, რომ მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე ამის ამსახველი ფოტოები გავრცელდა.
რაც შეეხება შეხვედრებს, კობახიძემ შემდეგ დააზუსტა და თქვა, რომ პოლიტიკურ ლიდერებთან გასაუბრების შესაძლებლობა ჰქონდა.
მე შემიძლია ჩამოვთვალო ლიდერები, რომელთაც შევხდი. ბორელთან მქონდა გასაუბრების საშუალება. იყო არაერთი პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, რომელთანაც მქონდა გასაუბრება", - ამბობს პრემიერი.