გაიხსნება თუ არა ოქტომბერში მოლაპარაკებები ევროკავშირთან? - რას ამბობს კობახიძე
გაიხსნება თუ არა ოქტომბერში მოლაპარაკებები ევროკავშირთან - ირაკლი კობახიძე გარანტიებს ვერ იძლევა.
ქვეყნის პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირი ქართველ ხალხს უარს არ ეტყვის. "თუ სხვანაირად მოხდება, მაშინ გამოდის, რომ ქართველი ხალხის მიმართ არის არასწორი დამოკიდებულება" - ამბობს კობახიძე
მაგას მე ვერ გეტყვით, ეს არის ევროკავშირის გადასაწყვეტი. მე მაქვს იმედი, რომ ქართველ ხალხს არ ეტყვიან უარს მოლაპარაკებების გახსნაზე. ეს ხომ არის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება ქართველი ხალხის მიმართ, ასე იყო კანდიდატის სტატუსიც, სტატუსი ხომ ქართველ ხალხს მიანიჭეს და მე დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხს არ ეტყვიან უარს მოლაპარაკების გახსნაზე, თუ სხვანაირად მოხდება, მაშინ გამოდის, რომ ქართველი ხალხის მიმართ არის არასწორი დამოკიდებულება", - აცხადებს კობახიძე.