"ხმის გუშაგი" უკვე მუშაობს - ახალ პლატფორმაზე რეგისტრაცია დაწყებულია

24.07.24 13:37
"ხმის გუშაგი" უკვე მუშაობს - ახალ პლატფორმაზე რეგისტრაცია დაწყებულია

"ხმის გუშაგი" უკვე მუშაობს. ახალ პლატფორმაზე, რომლის პრეზენტაციაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს, რეგისტრაცია დაწყებულია. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს გადამწყვეტ არჩევნებზე ხმების დაცვა თავად შეუძლია.

პრეზენტაციას სხვა და სხვა არასამთავრობოების წარმომადგენლები პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად ესწრებიან და გამოწვევებზე მსჯელობენ. 

არჩევნები უნდა მოვიგოთ არჩევნებამდე. ფსიქოლოგიურად ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ „ქართული ოცნება“ წასულია, ეს, უბრალოდ, უნდა გაფორმდეს 16 ოქტომბერს. გარდა ამისა, ხმების დაცვაზე როცა ვსაუბრობთ, აქ აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს ორი ეტაპი: ერთი, საარჩევნო დღემდე, როცა რეალურად ხდება ხმების მიტაცება ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური და არა მხოლოდ ზეწოლის შედეგად და უშუალოდ არჩევნების დღე. ამიტომაც ამ ტიპის კამპანიები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწორედ არჩევნების წინა პერიოდში ამომრჩევლის ხმი დასაცავად, - ამბობს „აირჩე ევროპას“ თანადამფუძნებელი ხათუნა ლაგაზიძე.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მათი ძალისხმევა, არჩევნებზე არცერთი ხმა არ დაიკარგოს, შედეგს აუცილებლადდ გამოიღებს.  

ძალიან ბევრი პარალელური ინიციატივაა და ეს მაძლევს რწმენას, რომ ჩვენ ყველანი ერთად დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. მეორე, ჩვენ ძალიან დიდ შენატანს შევიტანთ „ერთიანობა“ - „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ პროცესში. ჩვენ მხოლოდ გვეყოლება, მინიმუმ, 8 ათასი კომისიის წევრი დამკვირვებელი, - ამბობს გიორგი ვაშაძე.  

მსგავსი სიახლეები