“უხეირო ის განცხადება, სადაც ეს სიტყვა იყო ნახსენები" - კობახიძე სენატში ივანიშვილის "უხეირო დიქტატორად" მოხსენიებაზე

24.07.24 13:30
“უხეირო ის განცხადება, სადაც ეს სიტყვა იყო ნახსენები" - კობახიძე სენატში ივანიშვილის "უხეირო დიქტატორად" მოხსენიებაზე

“უხეირო არის ის განცხადება, სადაც ეს სიტყვა იყო ნახსენები" - ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის პარტიის წევრის სენატში გაკეთებულმა განცხადებამ, რომელმაც ივანიშვილი "უხეირო დიქტატორად" გამოაცხადა, წყობიდან გამოიყვანა და ისევ მეორე ფრონტზე, რევოლუციის მოწყობის მცდელობაზე ალაპარაკდა. 

ქვეყნის პრემიერმა თქვა, რომ ნაცვლად მაგავს თემებზე საუბრისას, შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვაზე უნდა ისაუბროს.

“უხეირო არის ის განცხადება, სადაც ეს სიტყვა იყო ნახსენები. ყველაფერი მიანიშნებს, რომ კონკრეტულ ძალებში ისტერიკაა, რომელთაც საქართველოში მეორე ფრონტი სურდათ და ვერ მიაღწიეს. რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა იყო. გახსოვთ, რამდენი რამ გააფუჭა ამერიკის წინა ელჩმა, ევროკავშირის წინა ელჩთან ერთად. ამ პირობებში, თუ ვინმე უნდა ზრუნავდეს და ხელეწიფებოდეს ურთიერთობების გადატვირთვა, სწორედ მეორე მხარეა - ამერიკის შეერთებული შტატები. როდესაც ვხედავთ რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობას “ენჯეოების”

პირდაპირი მონაწილეობით და ამ პირობებში აპროტესტებ “ენჯეოების” გამჭვირვალობას, ლოგიკური დასკვნა ჩნდება, რომ ვიღაცას უნდა “ენჯეოების” ხელით რევოლუციის მესამედ მოწყობის მცდელობა. სწორი და სამართლიანი იქნებოდა, ნაცვლად სხვა თემებზე საუბრისას ურთიერთობების გადატვირთვაზე ვისაუბროთ”, - აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები