"ის, რომ "ოცნება" შეძლებს დაალაგოს ტრამპის ადმინისტრაციასთან, არის დიდი ტყუილი" - ანა ნაცვლიშვილი

24.07.24 13:49
"ის, რომ "ოცნება" შეძლებს დაალაგოს ტრამპის ადმინისტრაციასთან, არის დიდი ტყუილი" - ანა ნაცვლიშვილი

"ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ის, რომ ოცნება" შეძლებს დაალაგოს ტრამპის ადმინისტრაციასთან, არის დიდი ტყუილი, რადგან ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სენატში გუშინდელი მოსმენა სწორედ ტრამპის პარტიის მოწყობილი იყო. 

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვა მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაშია შესაძლებელი.  

თუ რესპუბლიკელების კანდიდატი გაიმარჯვებს, მაშინ "ქართული ოცნება" შეძლებს დაალაგოს ტრამპის ადმინისტრაციასთან. ეს არის დიდი ტყუილი, იმიტომ, რომ გუშინდელი მოსმენა კონგრესში დააინიცირა ტრამპის პარტიამ და სწორედ ტრამპის პარტიის წევრი იყო ყველაზე აქტიური ამ მოსმენის დროს. ეს ურთიერთობები გადატვირთვას და გაუმჯობესებას დაექვემდებარება ერთადერთ შემთხვევაში, თუკი ამ ქვეყანას ეყოლება საქართველოს და არა რუსეთის მსახური ხელისუფლება", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

საათნახევრიანი განხილვა საქართველოს შესახებ სენატში "ოცნებისთვის" მძიმე აღმოჩნდა. ივანიშვილის გუნდს შტატებიდან მკაფიოდ უთხრეს, რომ ხელისუფლების ანტიდასავალური ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. შტატებში დამატებითი ზომებისთვის ემზადებიან - სავიზო შეზღუდვების გარდა, იქნება ფინანასური სანქციებიც, დაპაუზდება პროგრამები და შტატებისგან საქართველოს ხელისუფლება დახმარებას ვეღარ  მიიღებს, ქართველი ხალხის მხადაჭერა კი გაგრძელდება! 

მსგავსი სიახლეები