ივანიშვილის სავარაუდო ლიკვიდაცია - ხიდაშელი კობახიძეს მოუწოდებს, მტკიცებულება გაასაჯაროოს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას, არასერიოზულს უწოდებს. ხიდაშელი ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, გაასაჯაროებს მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულ ინფორმაცისა დაადასტურებს.
საარჩევნოდ ეს მიღებული, აპრობირებული სტრატეგიაა ავტორიტარიზმისკენ გადახრილ და დიქტატორულ სახელმწიფოებში, რომ ბევრი სხვა და სხვა არხით გააძლიეროს წნეხი საზოგადოებაზე. ხომ შეგვპირდა კობახიძე, რომ თუ საჭირო გახდა, წარმოვადგენ ამ ჩანაწერსო, წარმოგვიდგინოს ჩანაწერი, იქნებ კიდევ მეც მემუქრებოდნენ ანუ გავიგოთ ვინ ვის, რა კონტექსტში, რატომ ემუქრებოდა მკვლელობით. სერიოზულად როგორ გავაკეთო ამაზე კომენტარი, ამას, უბრალოდ, უნდა დავცინოთ და დავასრულოთ ამაზე საუბარი, - ამბობს თინა ხიდაშელი.
ირაკლი კობახიძემ გადათქვა - ქვეყნის პრემიერი დღეს უკვე ამბობს, რომ როდესაც ევროკომისარმა ვარჰეიმ დაურეკა, გააფრთხილა არა მისი, არამედ ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა მანამდე კობახიძე ცხადად ამბობდა, რომ საქმე მას ეხებოდა.