წინა არჩევნების მთავარი ლეიტმოტივი გარეჯის თემა იყო, ამ არჩევნებში - "ბიძინას გვიკლავენ" - რომან გოცირიძე
ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე აბსურდს უწოდებს. მისი თქმით, ეს წინსაარჩევნოდ გამოგორებული თემაა, როგორც წინა არჩევნების დდროს გარეჯის თემით მანიპულირებდნენ.
წინა არჩევნების მთავარი ლეიტმოტივი იყო, რომ გარეჯს გვართმევენ, ამ არჩევნებში მთავარი თემაა, ბიძინას გვიკლავენ. მერე მარტო ბიძინას არა და შეიძლება ზებრას გვიკლავენ. ფრინველები რომ ჰყავდა, სოფელშ რომ ვნახეთ, თავზე რომ ასხედან, აი, ისინი მოწამლული არიან და მოწამლული ჩიტებით ბიძინას გვიწამლავენ. აბსურდია, მე-12 სერიაა. ვის სჯერა ამის?, - ამბობს გოცირიძე.
ირაკლი კობახიძემ გადათქვა - ქვეყნის პრემიერი დღეს უკვე ამბობს, რომ როდესაც ევროკომისარმა ვარჰეიმ დაურეკა, გააფრთხილა არა მისი, არამედ ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა მანამდე კობახიძე ცხადად ამბობდა, რომ საქმე მას ეხებოდა.