ტრამპზე თავდასხმის შემდეგ მისმა რეიტინგმა აიწია, იფიქრეს, იქნებ ივანიშვილის რეიტინგმაც აიწიოსო - მანჯგალაძე
ტრამპზე თავდასხმის შემდეგ მოდური გახდა ლიკვიდაციის თემა, - ასე ეხმიანება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე სუსის ინფორმაციას, ივანიშვილის სავარაუდო განეიტრალების შესახებ.
ოპოზიციის წევრი ირონიას ვერ მალავს და ამბობს, რომ შესაძლოა, ეს "ქართულ ოცნებას" ივანიშვილის რეიტინგის ასაწევად სჭირდებოდეს.
მემგონი, ტრამპზე თავდასხმის მერე მოდური გახდა საქართველოში და იფიქრეს, მოდი, ბიძინას რეიტინგიც ხომ არ აიწევსო. ტრამპის აიწია ამის შემდეგ და იქნებ ბიძინასიც ავწიოთო, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
ირაკლი კობახიძემ გადათქვა - ქვეყნის პრემიერი დღეს უკვე ამბობს, რომ როდესაც ევროკომისარმა ვარჰეიმ დაურეკა, გააფრთხილა არა მისი, არამედ ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა მანამდე კობახიძე ცხადად ამბობდა, რომ საქმე მას ეხებოდა.