"არჩევნების დაცვის ჯგუფი" - როგორ აპირებს გახარიას გუნდი ხმების დაცვას
პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ვააქტიურებთ „არჩევნების დაცვის ჯგუფს“, რომლის მთავარი მიზანი გაყალბების ფაქტების გამოვლენა და ხმების დაცვაა - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მეზვრიშვილის განცხადებით, ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული საარჩევნო დარღვევების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან, პერიოდულად კი საზოგადოებასაც შეაწტყობინებენ აღნიშნულის შესახებ.
სენატში გუშინ საქართველოს არჩევნებზე გამართული განხილვის პასუხად, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ იგეგმება უპრეცედენტო დაკვირვება ოქტომბრის არჩევნებზე, გაყალბების პრევენციისთვის და მოქალაქეთა არჩევანის დასაცავად, დღეს კობახიძემ არჩევნებით მანიპულირება დააანონსა.
პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ვააქტიურებთ „არჩევნების დაცვის ჯგუფს“, რომლის მთავარი მიზანი გაყალბების ფაქტების გამოვლენა და ხმების დაცვაა.
ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს მივაწვდით მტკიცებულებებზე დაფუძნებულ საარჩევნო დარღვევებს, რასაც პერიოდულად, საზოგადოებასაც გავუზიარებთ, გავხდით საჯაროს და ამით ვუპასუხებთ კობახიძის და „ოცნების“ ტყუილებს.
რაც უფრო გაიზრდება პარტნიორების დახმარება არჩევნების დაცვის მიმარულებით, გაიზრდება ხელისუფლების ტყუილები, დეზინფორმაცია დასავლეთის წინააღმდეგ და კონსპირაციები „გლობალური ომის პარტიაზე“ ერთადერთი მიზნით: მიაღწიონ მანიპულირებული შედეგების ლეგიტიმაციას. აღნიშნულის ნათელი დასტურია დღეს კობახიძის რეაქცია.
შესაბამისად, ახლა თითოეული ადგილობრივი პოლიტიკური თუ სხვა აქტორის მთავარი ამოცანა არჩევნების დაცვა უნდა იყოს, რომლის გაყალბების კომპლექსური პროცესი „ოცნებას“ დიდი ხანია დაწყებული აქვს.
ვაფასებთ საქრთველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების არჩევნების დაცვისკენ მიმართულ ძალისხმევას და მზად ვართ მჭიდრო თანამშრომლობისთვის", - განაცხადა მეზვრიშვილმა.