ბიძინა ივანიშვილს ღიად უწოდეს პროპუტინისტი რუსი ოლიგარქი - სამადაშვილი
ბიძინა ივანიშვილს ღიად უწოდეს პროპუტინისტი რუსი ოლიგარქი - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მას არ ახსენდება შტატების მხრიდან ასეთი ნათლად დაფიქსირებული პოზიცია, რაც გუშინ სენატში გაისმა.
სამადაშვილის თქმით, ამერიკა ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.
მე არ მახსენდება ასეთი ნათლად დაფიქსირებული პოზიცია შტატების ადმინისტრაციისგან, რომ ოქტომბერში საქართველოს მიერ გაკეთებულ არჩევანზე არის დამოკიდებული, ეს ქვეყანა გააგრძელებს სვლას თუ არა ევროპული მიმართულებით, თუ დაუბრუნდება საბოლოოდ რუსეთის გავლენის სფეროს. ბიძინა ივანიშვილს ღიად უწოდეს პროპუტინისტი რუსი ოლიგარქი, მის რეჟიმს კორუმპირებული პუტინისტების რეჟიმი და ქართველ ხალხს უთხრეს ცალსახად, რომ ყველაფერს გააკეთებს ამერიკა იმისთვის, რომ უზრუნველყოს ჩვენს ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები, თუმცა ჩვენი მომავალი არის ჩვენს ხელში", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
საათნახევრიანი განხილვა საქართველოს შესახებ სენატში "ოცნებისთვის" მძიმე აღმოჩნდა. ივანიშვილის გუნდს შტატებიდან მკაფიოდ უთხრეს, რომ ხელისუფლების ანტიდასავალური ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. შტატებში დამატებითი ზომებისთვის ემზადებიან - სავიზო შეზღუდვების გარდა, იქნება ფინანასური სანქციებიც, დაპაუზდება პროგრამები და შტატებისგან საქართველოს ხელისუფლება დახმარებას ვეღარ მიიღებს, ქართველი ხალხის მხადაჭერა კი გაგრძელდება!
- "ოცნების ლიდერის მუქარა კარგად შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს - კინი ივანიშვილზე - ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტომ კინმა გუშინ სენატში განაცხადა.