დიდი არეულობა "ოცნებაში" - "დარწმუნებული ვარ კობახიძის სია მოიპოვებს ივანიშვილის მოწონებას"
ვინ დაწერს "ქართული ოცნების" სიას? - მმართველი პარტიის ყოფილი წევრი,
თამარ ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ თუ "ოცნებაში" შიდა კონფლიქტი არსებობს, ირაკლი კობახიძის სია მოიპოვებს ბიძინა ივანიშვილის მოწონებას.
უმრავლესობის ყოფილი წევრი წარსულ გამოცდილებას იხსენებს და ამბობს, რომ ყოველ არჩევნებზე სიის ფორმირებაზე ირაკლი კობახიძის გავლენა სულ უფრო იზრდებოდა.
ზოგადად, კობახიძეს ჰქონდა მზარდი გავლენა სიის ფორმირებაზე. ანუ არჩევნებიდან არჩევნებამდე მისი გავლენა სიის ფორმირებაზე იზრდებოდა. მისი როლი ახლა კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი არის, გაზდილია ყველაზე მეტად. ამიტომ თუ იქ ასეთი შიდა კონფლიქტი არსებობს, მე დარწმუნებული ვარ, ისევ კობახიძის სია მოიპოვებს ივანიშვილის მოწონებას", - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.
"პირველებმა" დღეს ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, ვინ იქნება სიის პირველი ნომერი და რა თანმდებობაზე ხედავს ღარიბაშვილის ადგილს.
კობახიძე ამბობს, რომ "მომავალში რა იქნება, ეს პირველ რიგში პირადად ირაკლი ღარიბაშვილზეა დამოკიდებული", რაც შეეხება სიებს, პრემიერის თქმით, ამის შესახებ სექტემბერ- ოქტომბერში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბს პრემიერი კობახიძე ხელმძღვანელობს