ღარიბაშვილზე უფრო ბნელი და გაუნათლებელი "ოცნებას" არავინ ჰყავს - ხიდაშელი

24.07.24 15:18
ღარიბაშვილზე უფრო ბნელი და გაუნათლებელი "ოცნებას" არავინ ჰყავს - ხიდაშელი

"ღარიბაშვილზე უფრო ბნელი და გაუნათლებელი "ოცნებას" არავინ ჰყავს" - "ოცნების" ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ  დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ყველაზე მეტად სჭირდება "ქართულ ოცნებას", რადგან  ე.წ. "პრორუსულ ხმებში, ღარიბაშვილი საუკეთესო კანდიდატია"

ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, ვინ სად იქნება "ქართულ ოცნებაში", ვინ სიის სათავეში იქნება, ვინ ბოლოში, ვის მოიკვეთს ივანიშვილი დროებით, ვის მერე შეურიგდება და მერე ისევ გაებუტება. ჩემი აზრით, დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ყველაზე მეტად სჭირდება "ქართულ ოცნებას", იმიტომ, რომ იმ ტიპის ამომრჩევლის მოსაზიდად, რომელიც ე.წ. პრორუსულ ხმებში, ღარიბაშვილი არის საუკეთესო კანდიდატი. მასზე უფრო ბნელი, მასზე უფრო გაუნათლებელი და მასზე უფრო არათავსებადი რამესთან, რაც კი თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოსთან შეიძლება ასოცირდებოდეს, ნამდვილად არ ჰყავს "ქართულ ოცნებას", ამიტომაც ასეთი ამომრჩევლისთვის, დღეს ის მნიშვნელოვანი ფიგურაა", - ამბობს თინა ხიდაშელი. 

"პირველებმა" დღეს ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, ვინ იქნება სიის პირველი ნომერი და რა თანმდებობაზე ხედავს ღარიბაშვილის ადგილს. 

კობახიძე ამბობს, რომ "მომავალში რა იქნება, ეს პირველ რიგში პირადად ირაკლი ღარიბაშვილზეა დამოკიდებული", რაც შეეხება სიებს, პრემიერის თქმით, ამის შესახებ სექტემბერ- ოქტომბერში გახდება ცნობილი. 

მსგავსი სიახლეები