რომელი ირაკლი იქნება სიის თავში, ამას ბოლოს ამცნობს ივანიშვილი დანარჩენ ადამიანებს - ეკა ბესელია

24.07.24 15:38
რომელი ირაკლი იქნება სიის თავში, ამას ბოლოს ამცნობს ივანიშვილი დანარჩენ ადამიანებს - ეკა ბესელია

პოლიტიკოს, ეკა ბესელიას განაცხადებით, ირაკლი კობახიძე იქნება სიის თავში თუ ირაკლი კობახიძე ამას ბოლოს ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს.

ბესელიას  ძალიან აინტერესებს, თუ როგორ დასრულდება "ომი ორ ირაკლის შორის".

არჩევნების მოახლოებამდე, ერთი თვით ადრე, კანონით უნდა მოხდეს სიის წარდგენა. იქამდე არავის არ ეცოდინება თავში ვინ იქნება და ბოლოში და საერთოდ ვინ იქნება. ასეთ გადაწყვეტილებას ბოლოს ამცნობს პარტიის ლიდერი დანარჩენ ადამიანებს, რომლებსაც უყურებს ისე, როგორც უბრალოდ საშუალებას. ასე რომ რომელი ირაკლი იქნება, ეს გადაწყდება ბოლოს, თუმცა, საინტერესოა ეს ომი მათ შორის როგორ დასრულდება", - ამბობს ეკა ბესელია. 

"ქართულმა ოცნებამ" ჯერ არ იცის, სად მოუძებნიან ადგილს ირაკლი ღარიბაშვილს. "პირველებმა" დღეს ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, ვინ იქნება სიის პირველი ნომერი და რა თანმდებობაზე ხედავს ღარიბაშვილის ადგილს. 

კობახიძე ამბობს, რომ "მომავალში რა იქნება, ეს პირველ რიგში პირადად ირაკლი ღარიბაშვილზეა დამოკიდებული", რაც შეეხება სიებს, პრემიერის თქმით, ამის შესახებ სექტემბერ- ოქტომბერში გახდება ცნობილი. 

მსგავსი სიახლეები