ჩვენი პარტნიორები ივანიშვილის შეუმდგარ დიქტატურობაზე, უხეირობაზე, ღიად საუბრობენ - ვაშაძე

24.07.24 15:46
ჩვენი პარტნიორები ივანიშვილის შეუმდგარ დიქტატურობაზე, უხეირობაზე, ღიად საუბრობენ - ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ჩვენი პარტნიორები უკვე ღიად საუბრობენ ბიძინა ივანიშვილის "შეუმდგარ დიქტატურობასა და უხეირობაზე".

თუმცა, ვაშაძის თქმით, სენატში გაკეთებული განცხადებებიდან, მთავარია ქართველი ხალხისადმი მიმართვა. 

იმდენად სუსტია ბიძინა ივანიშვილი ჩვენი პარტნიორების თვალში და იმდენად არაფერს არ წარმოადგენს, რომ ღიად საუბრობენ მის მართლაც შეუმდგარ დიქტატურობაზე, უხეირობაზე, მაგრამ მთავარი არის მიმართვა ქართველ ხალხს. ერთად ვიდგეთ, გავიმარჯვოთ, ჩვენს გვერდით არიან ჩვენი პარტნიორები", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

საათნახევრიანი განხილვა საქართველოს შესახებ სენატში "ოცნებისთვის" მძიმე აღმოჩნდა. ივანიშვილის გუნდს შტატებიდან მკაფიოდ უთხრეს, რომ ხელისუფლების ანტიდასავალური ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. შტატებში დამატებითი ზომებისთვის ემზადებიან - სავიზო შეზღუდვების გარდა, იქნება ფინანასური სანქციებიც, დაპაუზდება პროგრამები და შტატებისგან საქართველოს ხელისუფლება დახმარებას ვეღარ  მიიღებს, ქართველი ხალხის მხადაჭერა კი გაგრძელდება! 

მსგავსი სიახლეები