პრეზიდენტის და არასამთავრობო სექტორის შემდეგ რუსულ კანონს ოპოზიციაც ასაჩივრებს
საქართველოს პრეზიდენტის და არასამათვრობო სექტორის შემდეგ რუსულ კანონს ოპოზიციაც ასაჩივრებს. სარჩელი უკვე მომზადებულია და ახლა ყველა პროევროპული პარტიის ხელმოწერით დოკუმენტი საკონსტიტუციო სასამართლოში დღე-დღეზე შევა.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ აქვთ, თუმცა მნიშვნელოვანია, ამ ფორმით საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.
დიდი მოლოდინი არ ამქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციით და კანონით იხელმძძღვანელებს და ვშიშობ, რომ მორიგ ჯერზე პოლიტიკურ დავალებას შეასრულებს. მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ სარჩელით ჩვენ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, როესაც რუსული კანონის მიღებით, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახადა ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, - ამბობს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი.
რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციოში ორი სარჩელი უკვე შესულია. ჯერ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლოს პლენუმი.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.