აქციაზე ნაცემი ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა
ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ნაცემი ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გამოიტანა.
ჯონასი სამართალდამრღვევად ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლებით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა).
ადვოკატმა აღნიშნა, რომ მოსამართლემ მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და ამიტომ უცნობია, რით დაასაბუთა თავისი „ეს უკანონო და უსამართლო“ გადაწყვეტილება.
ტედ ჯონასი ჰყვებოდა, რომ 1 მაისს ღამით აქციაზე დააკავეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.