უკრაინაში მებრძოლი ქართველებისგან მტრის ხატის შექმნა უნდათ - ვანო ნადირაძე სუსის გამოძიებაზე
უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე ამბობს, რომ სახელმწიფო გადატრიალების და ივანიშვილის ლიკვიდაციის საქმეზე სუსის წამოწყებული გამოძიება სასაცილო და აბსურდია. მებრძოლი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება მათგან ახლა მტრის ხატის შექმნას ცდილობს, რაც ისევ თავიანთ ამომრჩეველზეა გათვლილი.
თვითონაც ვეღარ გარკვეულან, ვისზე თქვან, რომ აი, დაგეგმილი იყო ლიკვიდაცია, ტერაქტიო. ხან კობახიძე, ხან ივანიშვილი. ცხადია, რომ ეს შეკერილი საქმეა და მტრის ხატის შექმნა უნდათ იმ მებრძოლებისგან, ვინც უკრაინაში ბრძოლობდა. არც არაფერი იყო დაგეგმილი არც არავინ არაფერს გეგმავს, სისულელეა. ეს, უბრალოდ, გათვლილი აქვთ მათ თავიანთ ამომრჩეველზე. უკრაინის სპეცსამსახურების დადანასაულება, ეს უკვე სასაცილოა. რა დროს კობახიძე და ივანიშვილია უკრაინის სპეცსამსახურებისთვის, როდესაც ფრონტის ხაზზე გააფთრებული ბრძლებია, რუსეთიდან მხრიდან ათასი ტერაქტებია. მთელი ქვეყნის სპეცსამსახური გადართულია თავისი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, - ამბობს ვანო ნადირაძე.