ზახაროვა: არჩევნებში ჩარევის შესახებ ბრალდება სასაცილოა, ჩვენ სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში არ ვერევით

24.07.24 16:24
ზახაროვა: არჩევნებში ჩარევის შესახებ ბრალდება სასაცილოა, ჩვენ სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში არ ვერევით

კრემლიში ამტკიცებენ, რომ რუსეთი სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში არ ერევა. განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გააკეთა. 

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევა "სასაცილოა".

რუსეთის დადანაშაულება საკუთარ უბედურებაში, არასწორ გათვლებში, პრობლემებში, შეცდომებში, მეჩვენება, რომ ეს ამერიკული დემოკრატიის დაავადების გამოვლინებაა. გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში არ ვერევით, მითუმეტეს, გავლენას არ ვახდენთ ან საარჩევნო პროცესებზე ზეწოლას არ ვახორციელებთ. გამონაკლისი არც აშშ-ის მოახლოებული არჩევნებია, ჩვენ მათში არც აქამდე ჩავრეულვართ“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

ზახაროვამ სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩაურეაში ამერიკა დაადანასაულა და თქვა, რომ სწორედ ეს "ფაქტი განასხვავებს რუსეთს შტატებისგან".

„მათ გულწრფელად ვუსურვებ, რომ სხვების საქმეებში ცხვირის ჩაყოფს თავი დააღწიონ და საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე კონცენტრირდნენ, რომლებიც როგორც ახლა ამერიკელებმა ნახეს, ბევრია და ძალიან მასშტაბურია“, - დასძინა ზახაროვამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მომავალ არჩევნებში მხოლოდ ქართველმა ხალხლმა მიიღოს გადაწყვეტილება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ბრიფინგზე რუსეთის მხრიდან სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევაზე ისაუბრა და თქვა, რომ  აშშ პროცესს ყურადღებით აკვირდება.

მსგავსი სიახლეები