"ოცნება" სენატიდან წამოსულ მწვავე კრიტიკას ანდაზებით პასუხობს

24.07.24 17:24
"ოცნება" სენატიდან წამოსულ მწვავე კრიტიკას ანდაზებით პასუხობს

"ქართული ოცნება" ტრამპის თანაგუნდელ კონგრესმენს ზრდილობას უწუნებს და სენატიდან წამოსულ მწვავე კრიტიკას ანდაზებით პასუხობს. 

ივანიშვილის "უხეირო დიქტატორად" გამოცხადების შემდეგ მმართველი პარტიის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ "უხეირო ოპოზიციამ რაიმე ხეირი რომ მიიღოს, ეს უხეირო განცხადებები სენატში მაგიტომ კეთდება".

გამახსენდა ერთი ქართული გამონათქვამი, კაცი ათასად დაფასდა, ზრდილობა ათიათასადო, ეს ერთი. რაც შეეხება საქართველო-ამერიკის ურთიერთობას, ჩვენ გაცხადებული გვაქვს ჩვენი პოზიცია, რომ საჭიროებს პოზიტიურ გადატვირთვას და იმ ტიპის დაუსაბუთებელ განცხადებებს, რასაც ჩვენ სამწუხაროდ ვისმენდით ამ გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან. იმიტომ, რომ საუბარია დიქტატურაზე და ამ ქვეყანაში იმდენი თავისუფალი პრესა თუ ოპოზიციური მედია არსებობს, რომ ნებისმიერი ქვეყნის საუკუეთესო მაჩვენებლებს გადაფარავდა და ეს ყველაფერი ყველა საერთაშორისო რეიტინგულ შეფასებაში ჩანს. უბრალოდ, ამ უხეირო ოპოზიციამ რომ რაიმე ხეირი მიიღოს, ეს უხეირო განცხადებებიც მაგიტომ კეთდება", - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი. 

საათნახევრიანი განხილვა საქართველოს შესახებ სენატში "ოცნებისთვის" მძიმე აღმოჩნდა. ივანიშვილის გუნდს შტატებიდან მკაფიოდ უთხრეს, რომ ხელისუფლების ანტიდასავალური ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. შტატებში დამატებითი ზომებისთვის ემზადებიან - სავიზო შეზღუდვების გარდა, იქნება ფინანასური სანქციებიც, დაპაუზდება პროგრამები და შტატებისგან საქართველოს ხელისუფლება დახმარებას ვეღარ  მიიღებს, ქართველი ხალხის მხადაჭერა კი გაგრძელდება! 

მსგავსი სიახლეები