"ოცნება" გადაიხდის დიდ ფასს იმ უმსგავსობისთვის, რომელსაც ის სჩადის - ბადრი ჯაფარიძე
"ოცნება" გადაიხდის დიდ ფასს იმ უმსგავსობისთვის, რომელსაც ის სჩადის - ასე ეხმაურება "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე სენატში გუშინ გაკეტებულ მწვავე განცხადებებს.
ჯაფარიძის თქმით, შტატები დგას ჩვენი ხალხის გვერდით და ეს მხარდაჭერა ორპარტიულია.
ეს არის კიდევ ერთი განცხადება, რომელიც ადასტურებს იმას, რომ "ქართული ოცნება" გადაიხდის დიდ ფასს იმ უმსგავსობისთის, რომელსაც ის სჩადის, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, როცა მათ რუსული კანონი მიიღეს, მშვიდობიანი დემონსტრანტები დაარბიეს და შემდეგომ მათ ქუჩა-ქუჩა, სახლებში ხვდებოდნენ და სცემდნენ უმოწყალოდ, ეს მათ არ ჩაუვლით დიდი საფასურის გადახდის გარეშე. შტატები დგას ჩვენი ხალხის გვერდით. ეს მხარდაჭერა ორპარტიულია", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
საათნახევრიანი განხილვა საქართველოს შესახებ სენატში "ოცნებისთვის" მძიმე აღმოჩნდა. ივანიშვილის გუნდს შტატებიდან მკაფიოდ უთხრეს, რომ ხელისუფლების ანტიდასავალური ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. შტატებში დამატებითი ზომებისთვის ემზადებიან - სავიზო შეზღუდვების გარდა, იქნება ფინანასური სანქციებიც, დაპაუზდება პროგრამები და შტატებისგან საქართველოს ხელისუფლება დახმარებას ვეღარ მიიღებს, ქართველი ხალხის მხადაჭერა კი გაგრძელდება!
- "ოცნების ლიდერის მუქარა კარგად შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს - კინი ივანიშვილზე - ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტომ კინმა გუშინ სენატში განაცხადა.