"ივანიშვილი 12 წელია ქვეყანას თავზე აზის" - ზურა ჯაფარიძე
"არ ვიცი რამდენად უხეირო შეიძლება დაუძახო ივანიშვილს, 12 წელია კი გვაზის თავზე" - ასე ეხმაურება ამერიკის სენატში გუშინ გაკეთებულ მწვავე განცხადებებს "გირჩი -მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე.
ჯაფარიძის თქმით, სენატში გაკეთებულ გზავნილებს მთელი მსოფლიო უსმენდა და ამ ყველაფერს გავლენა ექნება ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებაზე.
არ ვიცი რამდენად უხეირო შეიძლება დაუძახო, 12 წელია კი გვაზის აგერ თავზე, მაგრამ დიქტატურისკენ რომ მიჰყავს ეს ქვეყანა, ფაქტია და ამას ხედავენ მათ შორის დასავლეთში ჩვენი პარტნიორები. ის გზავნილები, რომელიც ისმოდა კონგრესიდან, ეს გზავნილები არ არის მხოლოდ ჩვენთვის. ამას უსმენდდა მთელი სამყარო და გასაგებია, რა აღქმაც აქვთ ჩვენს ქვეყანაზე. ამერიკიდან რომ ისმის, რომ ამ ქვეყანაში ეს ხდება, რასაც გუშინ აღწერდა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, გასაგებია, რა დაინტერესება შეიძლება იყოს იგივე ინვესტორების მხრიდან. ამას ყველაფერს გავლენა ექნება ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებაზე, სამწუხაროდ, თუ ოქტომბერში არ შევცვალეთ ხელისუფლება, მაგრამ შევცვლით, დარწმუნებული ვარ", - აცხადებს ზურა ჯაფარიძე.
საათნახევრიანი განხილვა საქართველოს შესახებ სენატში "ოცნებისთვის" მძიმე აღმოჩნდა. ივანიშვილის გუნდს შტატებიდან მკაფიოდ უთხრეს, რომ ხელისუფლების ანტიდასავალური ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. შტატებში დამატებითი ზომებისთვის ემზადებიან - სავიზო შეზღუდვების გარდა, იქნება ფინანასური სანქციებიც, დაპაუზდება პროგრამები და შტატებისგან საქართველოს ხელისუფლება დახმარებას ვეღარ მიიღებს, ქართველი ხალხის მხადაჭერა კი გაგრძელდება!
- "ოცნების ლიდერის მუქარა კარგად შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს - კინი ივანიშვილზე - ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტომ კინმა გუშინ სენატში განაცხადა.