"უკიდურესად დიდი უსამართლობა" - ანა ნაცვლიშვილი რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდების ციხეში გაუშვებაზე
უკიდურესად დიდი უსამართლობა, - ასე აფასებს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი მოსამართლის იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი 6 წლით ციხეში გაუშვეს.
ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება ახალგაზრებს იმის გამო სჯის, რომ ისინი საქართველოს ევროპულ მომავალს იცავენ.
რუსული ხელისუფლება ამ ადამიანებს დღეს სწორედ ასამართლებს იმის გამო, რომ ისინი იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს. პროცესის ნახევარი საათით მოსმენაც კი საკმარისია იმ აზრის გამოსატანად, რომ ეს არის უკიდურესად დიდი უსამართლობა, რომელსაც ხელისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს გაიტანოს ბოლომდე თუ საზოგადოება მივცემთ მათ ამის შესაძლებლობას, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ჯებირის დაზიანების გამო დაკავებულები 23 წლის საბა მეფარიშვილი და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ახალგაზრდებისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.