DRI საზოგადოებას სთავაზობს, აქციაზე დაკავებულ 23 და 19 წლის ახალგაზრდებს თავდებში ჩაუდგნენ

24.07.24 18:04
DRI საზოგადოებას სთავაზობს, აქციაზე დაკავებულ 23 და 19 წლის ახალგაზრდებს თავდებში ჩაუდგნენ

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) საზოგადოებას სთავაზობს ანტირუსულ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ 23 და 19 წლის ახალგაზრდებს, საბა მეფარიშვილსა და ომარ ოკრიბელაშვილს თავდებში ჩაუდგნენ.

ორგანიზაციის ცნობით, 400-ლარიანი ზიანი, რაზეც სასამართლო სხდომებზე ბრალდების მხარე მუდმივად აპელირებდა, უკვე აანაზღაურეს.

განცხადების ავტორების თქმით, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო, მათ შორის, მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს.

"ბრალდების არსიდან, ბრალდებულების ასაკიდან, პიროვნებიდან და მოსალოდნელი უსამართლო სასჯელიდან გამომდინარე, საზოგადოების მხრიდან არაერთხელ გამოითქვა ორი ახალგაზრდის მხარდაჭერის სურვილი. შესაბამისად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საზოგადოებას სთავაზობს, ახალგაზრდებს გვერდით პირადი თავდებობის გზით დაუდგეს.

მხარდაჭერის დაფიქსირების შემთხვევაში მობრძანდით, 10:30-17:30 საათამდე, მისამართზე: ალექსანდრე ყაზბეგის 14 ბ, II სადარბაზო, მესამე სართული", - წერია DRI ის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები