ქვეყანას როცა სჭირდება, პირადი ამბები მეორე ხაზზე გადადის - ხაზარაძე ელისაშვილთან შესაძლო ალიანსზე
შეუერთდება თუ არა ალეკო ელისაშვილია "მოქალაქეები" ახალ პოლიტიკურ ცენტრს? - "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ შესაძლო გაერთიანების შესახებ გუნდში მსჯელობა გაიმართება.
რაც შეეხება ამ ორ პოლიტიკურ ლიდერს შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობას, ხაზარაძე ამბობს, რომ "როცა ქვეყნის საჭიროებაზეა" საუბარი მისი პირადი ამბები მეორე პლანზეა გადასული.
მე და ალეკომ გუშინ ჩამოვართვით ხელი, მე ძალიან კარგად მესმის ქვეყნის საჭიროება და როცა ქვეყნის საჭიროებაა იქ ჩემი პირადი ამბები არის გადასული მეორე ხაზზე. რაც შეეხება მისი პარტიის ჩვენთან შემოერთებას ეს იქნება ჩვენი ახალი პლატფორმის მსჯელობის საგანი და უახლოეს ხანში ამ გადაწყვეტილებას შეგატყობინებთ.
მე გეტყვით თბილისურად, ბავშვობაში ჩხუბიც მომსვლია, მაგრამ მერე დავმეგობრებულვარ ადამიანებს როცა უბნის ან ქალაქის საჭიროებები იყო"
ცნობისთვის, „ლელოს“ დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო პირად „ფეისბუკ“ გვერდზე გუშინ გამოაწვეყნა წარწერით: „ძლიერი საქართველოსთვის“.