ზურაბიშვილი მეორე ვადით პრეზიდენტად? - დაუჭერს თუ არა მხარს ახალი პოლიტიკური ცენტრი მოქმედ პრეზიდენტს

24.07.24 19:53
ზურაბიშვილი მეორე ვადით პრეზიდენტად? - დაუჭერს თუ არა მხარს ახალი პოლიტიკური ცენტრი მოქმედ პრეზიდენტს

დაუჭერს თუ არა მხარს ახალი პოლიტიკური ცენტრი სალომე ზურაბიშვილს, იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, მეორე ვადით იყაროს კენთი? - როგორც მამუკა ხაზარაძემ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში თქვა, "ლელო" სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს უჭრს, რაც შეეხება პოლიტიკური ცენტრის პოზიციას, გაერთიანების პოზიცია მსჯელობის შემდეგ გახდება ცნობილი. 

„ლელოს ამ საკითხზე ჰქონდა განცხადება გაკეთებული. მე პირადად ვუჭერ მას მხარს, იმიტომ რომ ერთადერთი ადამიანია, რომელიც ძალიან მკაფიოდ წარმოადგენს დასავლურ კურსს. ოფიციალური განცხადება ჩვენი ახალი პლათფორმის მსჯელობის მერე იქნება ცნობილი, მაგრამ ჩემი პირადი და „ლელოს“ მხარდაჭერა პრეზიდენტს აქვს" - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, პარ­ტია "ლელო" ანა დო­ლი­ძის პარ­ტი­ას­თან "ხალ­ხის­თვის" და მოძ­რა­ო­ბას­თან "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი" სა­არ­ჩევ­ნოდ გა­ერ­თი­ან­და.

ხაზარაძე, ჯაფარიძე, დოლიძე და ცუცქირიძე ცოტა ხნის წინ ორბელიანის სასახლეში სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. ეს იყო ახალი პოლიტიკური გაერთიანების პირველი საუბარი პრეზიდენტთან. თემა - გადამწყვეტი არჩევნები იყო.

მსგავსი სიახლეები