იქნება თუ არა ზურაბიშვილი კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი?

24.07.24 20:06
იქნება თუ არა ზურაბიშვილი კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი?

სალომე ზურაბიშვილი მეორე ვადით პრეზიდენტად? - პროდასავლური კოალიცია ფაქტობრივად ადასტურებს, რომ მათი გუნდი, ამ პოლიტიკური წარდგინების მხარდამჭერი იქნება. ხაზარაძე, ჯაფარიძე, დოლიძე და ცუცქირიძე ცოტა ხნის წინ, ორბელიანის სასახლეში სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. ეს იყო ახალი პოლიტიკური გაერთიანების პირველი საუბარი პრეზიდენტთან. თემა გადამწყვეტი არჩევნები. "პრეზიდენტი დაინტერესებულია, რომ პროდასავლურმა ძალებმა რაც შეიძლება მეტი მანდატი მიიღონ პარლამენტში და  ეს ის დროა როცა ერთობა იგებს".

ბევრი ამბავი, რაზეც ილაპარაკეს დახურულ კარს მიღმა დარჩა, თუმცა თქვეს, რომ დღის წესრიგში იდგა ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი. საქართველოდან გაჭირვების გამო გაქცეული ხალხის საარჩევნო უბნებთან მისვლას ხელისუფლება ბლოკავს, იციან რომ მათი პოლიტიკის გამო ქვეყნიდან წასული ადამიანები მათ ამომრჩევლები არ არიან. 

"ცესკოს სძინავს და უნდა ვაიძულოთ რომ ემიგრანტებს გაუხსნან უბნები" - თქვეს დღეს პრეზიდენტის სასახლიდან გამოსულებმა. 

შეხვედრა პრეზიდენტთან - ნანუკა ქაჯაია დეტალებით

მსგავსი სიახლეები