"უხეირო დიქტატორი" - მწვავე შეფასებები სენატიდან
ბიძინა ივანიშვილი დღეიდან შეერთებული შტატებისთვის "უხეირო დიქტატორია" - 12 წლის წინ ხელისუფლებაში ტრიუმფით მოსული ოლიგარქი, მესამე ვადას "დიქტატორის" წოდებით ასრულებს და თანაც "უხეირო". საქართველოს საკითხის განხილვა სენატში "ქართული ოცნებისთვის" მძიმე ასატანი და მძიმე მოსასმენი იყო.
"ხელისუფლება რომელიც ატყუებს საკუთარ ხალხს", "რუსეთის მოკავშირე" და "ორმაგი თამაშების დიდოსტატი" - ეს ყველაფერი "უხეირო დიქტატორის" პარტიას საჯაროდ და ჩართული ტელეკამერების წინ უთხრეს.
შტატები სტრატეგიას ცვლის, თუ აქამდე კრიტიკა დიპლომატიურ ჩარჩოებში იჯდა, ახლა ყველაფრის საჯაროდ გამოტანა გადაწყდა. გავიგეთ, რომ შტატების პოლიტიკის გადახედვა ამერიკის განვითარების სააგენტოსაც ეხება, უწყებას, რომელიც ყოველ წელს მილიონობით დოლარით ეხმარება ჩვენს ქვეყანას. ჯვრის მონასტრის აღდგენიდან დაწყებული, ინფრასტრუქტურული პროექტებით დამთავრებული. ყველაფერი, რაც ამერიკული ფულით კეთდებოდა, ახლა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
რას შეუძლია სიტუაციის შემოტრიალება? - რუსუდან დუმბაძეა სენატის განხილვის თემით
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.