ივანიშვილის დიქტატორად მოხსენიების შემდეგ, ოცნებამ ტრამპის პარტია ნაცმოძრაობის მოკავშირედ გამოაცხადა

24.07.24 20:29
ივანიშვილის დიქტატორად მოხსენიების შემდეგ,  ოცნებამ ტრამპის პარტია ნაცმოძრაობის მოკავშირედ გამოაცხადა

"უხეირო დიქტატორი" - ივანიშვილის ასეთმა შეფასებამ "ქართული ოცნება" წყობიდან გამოიყვანა. არადა ამ შეფასების ავტორი დონალდ ტრამპის თანაპარტიელია, ვის გამარჯვებაზეც ამერიკის არჩევნებში ქართულ ოცნება დიდი იმედებს ამყარებდა.

ივანიშვილის  აუგად ხსენებამ კი დღეს ყველაფერი გადაწონა, ოცნებამ ტრამპის პარტია ნაცმოძრაობის მოკავშირედ  გამოაცხადა. განხილვა ამერიკის სენატში ქვეყანაში მთავარ პოლიტიკურ ამბად იქცა, ასეთს საქართველოს ისტორიაში ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იხსენებს.

მსგავსი სიახლეები