სუსი ამტკიცებს, რომ იგეგმებოდა ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია - სად არის მტკიცებულებები?
რეპრესიების ახალი ტალღა ქვეყანაში? - სუსი ამტკიცებს, რომ იგეგმებოდა ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია, მაგრამ ამის მეტს არაფერს ამბობს და ამ დროს დაკითხვების მთელი სერია მიმდინარეობს. სუს-ის შენობა გაოგნებულმა დატოვა, ქართულ-უზბეკური სახლის დირექტორმა, რომელმაც ვერაფრით გაიგო, რა კავშირი აქვს ოლიგარქის შესაძლო მკვლელობის საქმესთან.
ჩნდება კითხვა, თუ ოლიგარქის მოკვლას ვინმე ნამდვილად აპირებდა, სად არის მტკიცებულებები. დღეს სუს-ის ვერსიის გამყარება კობახიძემაც სცადა და ყველაფერი გლობალურ ძალებს დაუკავშირა. ოპოზიციას კი ეჭვი აქვს, რომ წინასაარჩევნოდ გამოგდებული აბსურდული საქმე, ქართული ოცნების ტრიუკია.