წინასაარჩევნო ნერვების ომი "ოცნებაში" - რომელი ირაკლი აღმოჩნდება სიის სათავეში?

24.07.24 20:38
წინასაარჩევნო ნერვების ომი "ოცნებაში"  - რომელი ირაკლი აღმოჩნდება სიის სათავეში?

წინასაარჩევნო ალიაქოთი და ნერვების ომი "ქართულ ოცნებაში"  - რომელი ირაკლი აღმოჩნდება სიის სათავეში?  პრემიერი ექს-პრემიერის ადგილს  ვერსად ხედავს. კობახიძეს მთავრობის მეთაურის პოსტი ისევ თავისთვის უნდა და არც  პარლამენტის თავმჯდომარის გაშვებას განიხილავს. როგორც ჩანს, სკამებისთვის  ბრძოლა  ოცნებაში უკვე გააქტიურდა. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ  ბოლოს მაინც  ყველაფერი  ერთი კაცის გადასაწყვეტია -"ივანიშვილმა უნდა თქვას, რომელ  ირაკლიზე დადებს ფსონს".  ის, ვინც ოლიგარქს კარგად იცნობს, დარწმუნებულია,  რომ ამჯერადაც არჩევანს ირაკლი კობახიძეზე  გააკეთებს. ერთ დროს ყველაზე სანდო ირაკლი ღარიბაშვილს კი ბორტს მიღმა დატოვებს.

ღარიბაშვილი თანამდებობის გარეშე? - ინა ცარციძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები