აქტივისტების დევნის საქმე ჩამოიშალა? - რა თქვა სასამართლოზე ოქროს მოწმემ

24.07.24 20:42
აქტივისტების დევნის საქმე ჩამოიშალა? - რა თქვა სასამართლოზე ოქროს მოწმემ

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული აქტივისტების, ომარ ორკიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილის საქმეზე დღეს შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი, მალხაზ შაშვიაშვილი დაიკითხა. 

სასამართლოს წინაშე ნათქვამი ფრაზები, დაკავებულების ახლობლებს უმყარებს ეჭვს, რომ  შაშიაშვილმა ჩვენება ვერ დაიმახსოვრა და ვერსიებში ჩაიკარგა. 

 მოწმე პოლიციელი ამტკიცებდა, რომ ჯებირი დაკავებულებმა დააზიანეს, თუმცა ბოლოს თქვა, რომ რკინის კონსტრუქცია ახალგაზრდების ადგილზე მისვლამდე დაზიანებული იყო, პოლიციელს არ ახსოვს, ვიდეო მასალა პირდაპირი ეთერის რეჟიმის დროს ნახა თუ შემდეგ ვიდეო ჩანაწერს უყურა. 

მოწმის დღევანდელმა ჩვენებამ იურისტებს გაუღრმავა ეჭვი რომ საქმე თვიდან ბოლომდე შეკერილია, ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად მოსამართლე ნათია გუდაძემ გადაწყვეტილება არც დღეს შეცვალა, მოსამართლე ამტკიცებდა, რომ არსებობდა მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე არადა ყველა მოწმე ძალოვანი უწყების თანამშრომელია.

აქტვისტების დევნა - მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები