„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს გაღარიბებას" - საბა ბუაძე
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს გაღარიბებას - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ ეკა მიშველაძის ''საჯარო პოლიტიკის" ეთერში ისაუბრა, რითიც პოლიტიკოსი საქართველოს შესახებ სენატში გაკეთებულ მწვავე განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მმართველი პარტიის ხელისუფლებაში დარჩენა ეკონომიკურ უპერსპექტივობას გამოიწვევს:
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს გაღარიბებას ამ ქვეყნის, ეკონომიკურ უპერსპექტივობას, რადგან ჩვენი ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი იმპულსი არის სწორედ ის დახმარება, რომელიც მოდის იბიარდიდადნ და მსოფლიო ბანკიდან. ამ რუსული რეჟიმის დარჩენის შემთხვევაში ვერაფერი მოხდება, ამიტომ გვჭირდება ჩვენ ცვლილებები" - განაცხადა საბა ბუაძემ.
ცნობისთვის, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტომ კინმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსა და მოლდოვაში 2024 წლის არჩევნებამდე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გამართულ მოსმენაზე ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის გამოსვლაზე ისაუბრა და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე "უხეირო დიქტატორს" შეადარა: "ოცნების ლიდერის მუქარა კარგად შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს"