ოცნებას საზოგადოებისთვის სიახლე არ აქვს, სადაც გამოდიან ყველგან უსტვენენ - ლემონჯავა

24.07.24 22:34
ოცნებას საზოგადოებისთვის სიახლე არ აქვს, სადაც გამოდიან ყველგან უსტვენენ - ლემონჯავა

"არაფერი ახალი „ქართულ ოცნებას“ ადამიანებისთვის შესათავაზებელი არ აქვს" -  ამის შესახებ კოალიცია ცვლილებებისთვის - "ახალი", "გირჩი", "დროა" წევრმა გიგა ლემონჯავამ  ''საჯარო პოლიტიკის" ეთერში ისაუბრა.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მმართველი პარტია კამპანიას ვერ ჩაატარებს და მათი ერთადერთი გზა საქართველოს მოქალაქეების დაშინებაა.

ლემონჯავას თქმით, "ოცნება მოსახლეობას ატერორებს, რადგან ნაკლები ადამიანი მივიდეს არჩევნებზე.

"არაფერი ახალი „ქართულ ოცნებას“ ადამიანებისთვის შესათავაზებელი არ აქვს, ვერ ელაპარაკება. მაგალითად, კობახიძე ვერ გამოდის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, რადგან სადაც გამოდის ყველგან უსტვენენ და მონას ეძახიან.  ისინი კამპანიას ვერ ჩაატარებენ , ამიტომ ერთადერთი გზა აირჩიეს ეს რაღაც სისულელეები მოიფიქრონ და დაატერორონ საქართველოს მოქალაქეები, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მივიდეს არჩევნებზე" - აღნიშნა ლემონჯავამ.

მსგავსი სიახლეები