სენატიდან მორიგ მწვავე განცხადებებს უნდა ველოდოთ - ნადირაძე
"უნდა ველოდოთ მორიგ მწვავე განცხადებებს" - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ნადირაძე 30 ივლისს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, ევროპის მომავლის შესახებ მოსმენას, სადაც მთავარი ფოკუსი საქართველო, უკრაინა და სხვა ძირითადი საკითხები იქნება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ სტრატეგიული პარტნიორების რჩევების უგულებელყოფა ის მთავარი მიზეზია, რის გამოც შტატები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.
დარწმუნებული ვარ, რომ იქნება მწვავე დებატები და განხილვები, რადგან, რა თქმა უნდა, ამ განხილვამდე არაფერს სასიკეთოს არც ბიძინა ივანიშვილი და არც "ქართული ოცნება" არ გააკეთებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ უნდა ველოდოთ მორიგ მწვავე განცხადებებს, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" მხრიდან და მეორე მხრივ, უპირობო და ორპარტიული მხარდაჭერას ქართველი ხალხის და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ", - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
30 ივლისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ევროპის მომავლის შესახებ მოსმენა გაიმართება, სენატორები იმსჯელებენ საქართველოზეც.
ინფორმაცია ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. მისი თქმით, მოსმენის ინიციატორი სენატორი ჯინ შაჰინია.
მოსმენას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს (ჯიმ) ო'ბრაიენი დაესწრება.
მთავარი ფოკუსი: ნატო, უკრაინა, საქართველო, უნგრეთი და სხვა ძირითადი საკითხები - წერს რაუფოღლუ.