ბაშარ ალ-ასადი კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლში სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს შეხვდა.
პუტინის პრესსამსახურში ამბობენ, რომ 24 ივლისს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ასადს განუცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კვლავ დაძაბული ვითარებაა, რის გამოც თანამშრომლობა აუცილებელია.
"სამწუხაროდ, არსებობს ტენდენცია მოვლენების ესკალაციისკენ, ჩვენ ამას ვხედავთ. ეს პირდაპირ ეხება სირიასაც"- უთხრა პუტინმა ასადს.
თავის მხრივ პრეზიდენტმა ასადმა სირიასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, მსგავსი შეხვედრდა "ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ევრაზიის რეგიონში განვითარებული მოვლენები, შესაძლო პერსპექტივები და სცენარები დეტალურად განიხილონ".