"ოცნებას" არასდროს უთქვამს, რომ ამერიკის ხელისუფლებას საქართველოს ომში ჩართვა სურს - ბითაძე

25.07.24 14:14
"ოცნებას" არასდროს უთქვამს, რომ ამერიკის ხელისუფლებას საქართველოს ომში ჩართვა სურს - ბითაძე

"ოცნებას" არც ერთხელ გაუკეთებია კომენტარი იმის თაობაზე, რომ შტატებს საქართველოში ომის მეორე ფრონტის გახსნა სურს - ამის შესახებ "ქართულ ოცნების" წევრმა, მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

"ოცნების" წევრი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობა მომავალში აუცილებლად დალაგდება და ძველ რელსებს დაუბრუნდება.

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროინტეგრაციის პროცესი არის შეუქცევადი პროცესი და შეუქცევადი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე დაუბრუნდება ძველ, ნორმალურ ჩარჩოებს. ამასთან, "ქართულ ოცნებას" არასდროს არ უთქვამს, რომ ამერიკის ხელისუფლებას სურს, საქართველოს ჩართვა ომში. მსოფლიო ცხოვრობს დღეს ისეთ ერაში, სადაც ძალიან სწრაფად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია და ასე ვთქვათ, ნათლის და მართლის მონათვლა ხდება შავ ფერებში", - ამბობს მაია ბითაძე.

30 ივლისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ევროპის მომავლის შესახებ მოსმენა გაიმართება, სენატორები იმსჯელებენ საქართველოზეც. 

ინფორმაცია ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. მისი თქმით, მოსმენის ინიციატორი სენატორი ჯინ შაჰინია.

მოსმენას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს (ჯიმ) ო'ბრაიენი დაესწრება. 

მთავარი ფოკუსი: ნატო, უკრაინა, საქართველო, უნგრეთი და სხვა ძირითადი საკითხები - წერს რაუფოღლუ. 

მსგავსი სიახლეები